ქორწინება

ქორწინება
• ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფილობას. ეს კონსტიტუციური პრინციპი აღიარებს ოჯახს, როგორც საზოგადოების ძირითად უჯრედს, რომლის სიმტკიცეზე დამოკიდებულია არა მარტო ოჯახის წევრთა კეთილდღეობა, არამედ საზოგადოების წარმატებული განვითარება. ოჯახის შექმნის მიზნით ქორწინებისას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მეუღლეთა თანასწორობას, რაც გულისხმობს მათ თანასწორობას როგორც უფლებრივ, ასევე სოციალური მდგომარეობისა და სახოგადოებრივი კუთვნილების მხრივ. სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას და მიიჩნევს, რომ ქორწინება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ მეუღლეთა თავისუფალ ნებას შექმნან ოჯახი. კანონით დაუშვებელია ამ მხრივ რაიმე იძულების განხორციელება. იგი ქორწინების ბათილობის საფუძველია. დედათა და ბავშვთა უფლებები აღიარებულია და დაცულია საქართველოს კანონმდებლობით. ქორწინების ცნება რამდენიმე პირობას მოიცავს. სამოქალაქო კოდექსით ქორწინება წარმოადგენს ქალისა და მამაკაცის ისეთ ნებაყოფილობით კავშირს, რომლის პირდაპირი მიზანია ოჯახის შექმნა.
Source: ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო და ეროვნული მექანიზმები,-[კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი] - თბ., -2005,
• ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი და რეგისტრირებული კავშირი. დაქორწინებისათვის აუცილებელია საქორწინო ასაკი და დასაქორწინებელ პირთა თანხმობა.
Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.,
• განსაზღვრებით, რომელიც რომაელ იურისტს მოდესტინფსს (IIIს.) ეკუთვნის: „ქორწინება წარმოადგენს მამაკაცისა და ქალის კავშირს, მათი ცხოვრების ერთობას, მათ თანამონაწილეობას ღვთაებრივ კაცობრივ სამართალში“ ქრისტიანულმა ეკლესიამ ქორწინების განმარტება რომაული კანონებიდან ისესხა და მას წმინდა წერილზე დაყრდნობით, ქრისტიანული გააზრება მისცა. ბუნებრივია, დადგინდა კიდეც ის აუცილებელი წესები რომელთა აღსრულების შემთხვევაშიც ქორწინება ქმედითუნარიანად ითვლებოდა. ასევე დაწესდა გარკვეული აკრძალვებიც. ქორწინების ამკრძალავი გარემოებები შეიძლება ყოფილიყო აფსოლუტური და პირობითი. აბსოლუტური აკრძალვაა: როცა პიროვნებას ეკრძალება ქორწინება სხვა ნებისმიერ ადამიანთან. პირობითი აკრძალვა კი კრძალავს ორი კონკრეტული პიროვნების ქორწინებას.
Source: ტარყაშვილი ნინო, ქრისტიანული (მართლმადიდებლური) ქორწინების დაბრკოლებები გარემოებები და განქორწინებულთა უფლება-მოვალეობები დეკანოზ ციპინის წიგნის „საეკლესიო სამართლის“ მიხედვით [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში],– ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი, –თბ.,– 2002,
• ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომლის აუცილებელ პირობას მოქალაქეთა მდგომარეობის რეგისტრაციის სახელმწიფო ორგანოში რეგისტრაცია წარმოადგენს. სამოქალაქო კანონმდებლობით, ქორწინებისას მეუღლეები იძენენ სრულიად ახალ უფლებებს. ეს უფლებებია პირადი უფლებები, რომლებიც წარმოადგენენ გვარის არჩევის; საოჯახო საკითხების ერთობლივად გადაწყვეტის; საქმიანობის არჩევის და საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლებები.
Source: გულიაშვილი ელზა. ქალი, როგორც სრულუფლებიანი სუბიექტი (სამოქალაქო და შრომის კანონთა კოდექსის მიხედვით) ალმანახი // ალმანახი №7 [ადამიანის უფლებათა დაცვის სამართალი], – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, – 1998

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужно сделать НИР?

Полезное


Смотреть что такое "ქორწინება" в других словарях:

  • საეკლესიო ქორწინება — ქრისტიანულ რელიგიაში შვიდ საიდუმლოთაგან ერთ ერთია, რომელსაც ეკლესიაში მღვდელი ან ეპისკოპოსი ასრულებს. შესაუღლებელ პირთა შორის ბეჭდების გაცვლა მათი მარადიული ურთიერთზრუნვის სიმბოლოა. ბეჭედი, როგორც წრე, მარადისობას გამოხატავს, ხოლო თავზე… …   Georgian encyclopedia

  • ენდოგამია — ქორწინება ერთი გარკვეული ჯგუფის წევრებს შორის, ასე, მაგალითად, ტომის, კასტის ან რელიგიური სათვისტომოს შიგნით. ლექციაში განხილულ აზრებაიჯანის შემთხვევაში სისხლით ნათესავთა შორის. ენდოგამიის ტენდენცია აქვთ თანამედროვე ხალხების დიდ ნაწილსაც, რაც მათ …   Georgian encyclopedia

  • იეჰოვას მოწმეები — • კონფესია. ჩვენში იეღოველების სახელითაა ცნობილი. ,,იაჰვე’’, რომლის დამახინჯებული ფორმა ,,იეღოვაა’’, ძველებრაული სიტყვაა და ღვთის ერთ ერთი სახელია. ნიშნავს: ,,მყოფს’’, ,,არსებულს’’, ,,ჭეშმარიტს’’. მაშასადამე, იაჰვე ეპითეტია, რომელიც შემდეგ… …   Georgian encyclopedia

  • ოჯახური ცხოვრება — • საქართველოს კანონმდებლობით არის განმარტებული, ქორწინება და ოჯახი წარმოადგენს ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობით კავშირს, თუმცა ამ საკითხის ევროსასამართლოსეული განმარტება გაცილებით რთულია. კერძოდ, სასამართლოს განმარტებით, ოჯახური ცხოვრება… …   Georgian encyclopedia

  • წაწლობა — • ფშაველთა შორის გავრცელებული სექსუალური ხასიათის ჩვეულებაა. წაწლობას ნადობ ნაძმობასაც უწოდებდნენ ხოლმე. წაწლობა იწყება ფშაველი ქალ ვაჟის სქესობრივი სიმწიფის პერიოდიდან (თოთხმეტი წლიდან). რაც უფრო მეტი წაწალი ჰყავდა ყმაწვილ ქალსა თუ ვაჟს, მით… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»